ახალი ამბები

“უნივერსიტეტი” – თბილისში 23-ე მეტროსადგური 2017 წელს გაიხსნება

23 თებერვალი, 2016 • 3010
“უნივერსიტეტი” – თბილისში 23-ე მეტროსადგური 2017 წელს გაიხსნება

“უნივერსიტეტი” – თბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 23-ე მეტროსადგური 2017 წელს გაიხსნება.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.

დღეს, 23 თებერვალს, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ უკვე მზადაა მატარებლის გვირაბი, განათება და მიმდინარეობს პლატფორმების სამუშაოები. მისი თქმით, ფონდი ელოდება თანამედროვე სტანდარტების ესკალატორებს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დამონტაჟდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ ახალი მეტროსადგური დაგეგმილ ვადაზე უფრო მალე გაიხსნას:

“ფაქტობრივად, გარანტირებულია, რომ დაგეგმილ ვადაში, მომავალი წლის მაისში ეს პროექტი დასრულდება. თუმცა, ერთი შეხედვით, პატარა პრეტენზიები ჩანს და შესაძლებელია უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ.”

სამშენებლო ობიექტზე ასევე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი. მათთან ერთად მეტროპოლიტენის სამშენებლო სამუშაოები მედიის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

“ახალი მეტროსადგური გაიხსნება და ქალაქის გაფართოებასთან ერთად ხდება, რა თქმა უნდა, ამის დამატება. პარალელურ რეჟიმში თბილისის მერია 7 მეტროპოლიტენის პროექტის მომზადების სტადიაშია, რაც გულისხმობს უკვე მოქმედი მეტროსადგურების მოდერნიზაციას, ისევე როგორც მეტროს შემადგენლობის მოდერნიზაციას,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ.

პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია ჩაუტარდება არსებულ გვირაბებს და დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც.

გეგმის მიხედვით, დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულდება დედაქალაქის მაცხოვრებლებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

ნოდარ ჯავახიშვილი და დავით ნარმანია. 23.02.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ნოდარ ჯავახიშვილი და დავით ნარმანია. 23.02.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

თბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. 23.02.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

დავით ნარმანია და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი შონ ოსალივანი. 23.02.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

დავით ნარმანია და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი შონ ოსალივანი. 23.02.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. 23.02.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. 23.02.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი