ახალი ამბები

სოფელ ვაჩნაძიანთან მოწყობილი წყალსატევარის მეშვეობით კახეთში 140 ჰა. სავარგული მოირწყვება

21 თებერვალი, 2016 • 1583
სოფელ ვაჩნაძიანთან მოწყობილი წყალსატევარის მეშვეობით კახეთში 140 ჰა. სავარგული მოირწყვება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთის რეგიონში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფელ ვაჩნაძიანთან მცირე წყალსატევარის მოწყობის პროექტი დაასრულა, რომელშიც 10 000 მ3 წყლის მარაგი დაგროვდება. წყალსატევარის დახმარებით კახეთის მოსახლეობა სარწყავი სეზონის განმავლობაში 140 ჰექტარ სავარგულს მორწყავს წვეთური ირიგაციის მეთოდით.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაჩნაძიანის წყალსატევარი ერთ-ერთია სამი საპილოტე პროექტიდან, რომელიც კომპანია „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდის – წვეთური მორწყვის წესის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა.

კახეთის რეგიონში ასევე, ხორციელდება ბაკურციხისა და ვაქირის სატუმბი სადგურების საპილოტე სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა დასრულების შემდეგ სარწყავი სეზონისათვის 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მოსარწყავად მოსახლეობა წვეთური ირიგაციის სისტემებს გამოიყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი