ახალი ამბები

თბილისის მერია მეწარმეობის ხელშეწყობისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრებს გააუქმებს

17 თებერვალი, 2016 •
თბილისის მერია მეწარმეობის ხელშეწყობისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრებს გააუქმებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ტექნოლოგიური განვითარებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრები ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში გაერთიანდება.

აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერმა დედაქაალის მთავრობის სხდომაზე დღეს გაახმოვანა. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, რესტრუქტურიზაცია ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვითაა განპირობებული.

“მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი დაკავშირებულია ეკონომიკური პროფილის სამსახურების შერწყმასა და კონსოლიდაციასთან. ამ დროისათვის თბილისის მერიის სტრუქტურაში არსებობს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, არსებობს მეწარმობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც არის ააიპ და არსებობს სსიპ რომელიც არის ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი. ამ სამ უწყებაში არის გადანაწილებული ეკონომიკური პროფილის პროგრამები. უნდა მოხდეს კონსოლიდაცია ერთ უწყებაში. ამ კონსოლიდაციას აქვს თავისი მიზეზები. 1. ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია – გაერთიანების შედეგად ვიღებთ საკმაოდ კარგ შედეგს,  2. ერთი ვერტიკალის ქვეშ მოექცევა ყველა მიმართულების პროფილის, აქ არ არის საუბარი პერსონალიებზე, აქ საუბარია სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე, და სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში ხდება თბილისის მერიაში ეკონომიკური პროფილის უწბებების ერთ ვერტიკალში მოქცევა. თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს ექნება ახალი სტრუქტურა, სადაც აისახება, რომ ის მიმართულებებიც და ის პროგრამებიც რომელიც ჰქონდა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს და რომელიც აქვს ტექნოლოგიური განვითარების ფონდსაც”, – განაცხადა ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ეს არ არის მერიის სტრუქტურაში რომელიმე უწყების გაუქმება, არამედ მუშაობის ეფექტურობის ზრდისთვის პროექტების კოორდინაციაა.

ლექვინაძე აცხადებს, რომ  ამ სამი უწყების გაერთიანების შედეგად, მერია ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით 65%-იან დანაზოგს მიიღებს, დაახლოებით ეს არის წელიწადში 2 მილიონ ლარზე მეტი.

კითხვაზე, თუ სად დასაქმდება მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი, ლექვინაძე ამბობს, რომ პერსონალიებზე საუბრი ჯერ ნაადრევია.

“პერსონალიებზე საუბარი ნაადრევია, მერიას ექნება ახალი სტრუტურაზე, რომელიც ექნება ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს. ახალი სტუქტურის მიღების შემდეგ, ჩვენ გვექნება ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმების საკითხი და ღია სივრცე იმისთვის, რომ იქ არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ყველას ექნება მონაწილეობის მიღების საშალება, ვინც დღეს აქ არის ამ უწყებეში დასაქმებული, ასევე ახალგარზდებს, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური განათლება, შეძლებენ ჩაერთონ აქტიურად ამ ცვლილებების პროცესში”, – განაცხადა ლექვინაძემ.

მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა ფუნქციონირება 2015 წლის მარტიდან დაიწყო. მისი ხელმძრვანელის პოსტი ალექსანდრე მარგიშვილმა  დაიკავა, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თბილისის ვიცე-მერის პოსტს იკავებდა.

„მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ მოემსახურება და წაახალისებს ინვესტორებს დედაქალაქში ახალი სამრეწველო, სამშენებლო, ტურისტული და მომსახურებების სხვა დარგებში კაპიტალდაბანდებების, პირველ რიგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობის მიმართულებით. ცენტრი, ასევე, ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს-უნარების განვითარებაში“  – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის განმარტებით, ფონდის მიზანი ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი