“ინვესტორთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დედაქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი იმუშავებს იმაზე, რომ მოემსახუროს ინვესტორებს, წაახალისოს მათი საქმიანობა და დაეხმაროს მათ კაპიტალურ დაბანდებებში. მარტის პირველ ნახევარში შეიქმნება ასეთი ცენტრი, რომელსაც ჩემი დავალებით ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. მას შემდეგ, რაც ის გახდება ამ ცენტრის ხელმძღვანელი, ის აღარ შეასრულებს ვიცემერის მოვალეობას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
