ახალი ამბები

შსს: გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დანაშაული 3.95%-ით გაიზარდა

14 თებერვალი, 2016 • 1111
შსს: გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დანაშაული 3.95%-ით გაიზარდა

შსს ცნობით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში დარეგისტრირდა 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.

2016 წლის იანვრის თვეში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით დარეგისტრირდა 2125 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1103. დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი