ახალი ამბებისამართალი

შსს-მ “სმარტში” ხულიგნობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

12 თებერვალი, 2016 • 922
შსს-მ “სმარტში” ხულიგნობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შსს-ს ცნობით, „სმარტთან“ მომხდარ ხულიგნობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ა. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, გ. ა. თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტში“ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

პოლიცია აცხადებს, რომ გ. ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც. ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვის საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოთხივე დაცვის თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა გ. ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დააკავეს. მისი თანმხლები პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი