ახალი ამბები

პრემიერმა მინისტრებს დაავალა, პრიორიტეტული საკითხების განვითარების გეგმა წარმოადგინონ

11 თებერვალი, 2016 •
პრემიერმა მინისტრებს დაავალა, პრიორიტეტული საკითხების განვითარების გეგმა წარმოადგინონ

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 11 თებერვალს გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს პრიორიტეტული საკითხების წარმოადგინონ დროში გაწერილი კონკრეტული გეგმა, როგორ და რა რესურსით განავითარებენ თემებს, რომლებიც პრიორიტეტულად დასახელდა.

პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ყველა სამინისტრო, საკუთარი პრიორიტეტების შესრულების დეტალურ გეგმას წარადგენს, მთავრობის ადმინისტრაციაში მათი სისტემატიზაცია განხორციელდება და საბოლოო განხილვის შემდეგ, სამთავრობო პრიორიტეტების ერთიანი ნუსხა შემუშავდება.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშ მხოლოდ კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს პრიოტიტეტებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნულია, რომ მთავრობამ, პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა სამინისტროს, ასევე, თბილისის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროექტების პორტფელის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო და ძირითადი პრიორიტეტები ჩამოაყალიბა.

მათივე ცნობით,  კულტურის სამინისტროს 2016 წლის ძირითად პრიორიტეტებად ხელოვნების ინკუბატორების სისტემის განვითარება, ენგურის გარშემო კულტურულ-ტურისტული ზონის მოწყობა და სამუზეუმო ქალაქის შექმნა დასახელდა.

გარდა ამისა, დღეს მინისტრთა კაბინეტმა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტები. კერძოდ, პრესსამსახურის ცნობით,  ტარიელ ხეჩიკაშვილის უწყება მიმდინარე წელს მასობრივი სპორტის მაქსიმალურ ხელშეწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სპორტული ვაუჩერების სისტემის დანერგვას და სპორტულ სამყაროში შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი