ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი 19 თებრვლამდე გადაიდო.
შემდეგი სხდომა, სასამართლოს ცნობით, 16 საათზე დაიწყება. სხდომის გადადების მიზეზი მტკიცებულებეის შესწავლაა.
პარტიზანული მებაღეობის სამი წევრი და ნაციოანალური მოძრაობის 2 წევრი, რომლებიც ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით დააკავეს.
ხუთივე დაკავებულის, დღეს, დაახლოებით 16 საათზე გაათავისუფლეს.
ციხისძირში ხეების გარადგვის პროცესი გუშინ, 10 თებერვალს დილიდან შეჩერდა, რადგან ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ აქციები იმართებოდა.








