ახალი ამბები

“დელტას” მიერ დამზადებულ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მოლდოვა შეიძენს

9 თებერვალი, 2016 • 1150
“დელტას” მიერ დამზადებულ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მოლდოვა შეიძენს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებულ სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარებს მოლდოვის რესპუბლიკა შეიძენს, ეს ინფორმაცია „დელტამ“ დღეს, 9 თებერვალს, გაავრცელა.

დელტას ცნობით, ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.

“პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს”, – აცხადებენ დელტაში.

პირველ ეტაპზე საუბარია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე, რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს, აცხადებს დელტა.

ხელშეკრულების  გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება „დელტას“ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.

ცენტრის ცნობით, სამუშაოები მოიცავს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის მონტაჟს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი