ახალი ამბები

ტუსკი: თავისუფალი გარემოს არსებობა მედიისთვის 2016 წლის არჩევნების წარმატების წინაპირობაა

9 თებერვალი, 2016 • 1587
ტუსკი: თავისუფალი გარემოს არსებობა მედიისთვის 2016 წლის არჩევნების წარმატების წინაპირობაა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თავისუფალი, პლურალური და ცოცხალი გარემოს შექმნა მედიისა და პოლიტიკოსებისთვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატების წინაპირობაა.

“ევროპის კავშირი და საქართველო არიან ნამდვილი მოკავშირეები. რამდენადაც ევროკავშირთან ასოცირების შემთანხმება შევიდა ძალაში, ეს შესაძლებლობას გვაძლევს ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის გაძლიერებისათვის. დღეს შევეხეთ არაერთ საკითხს. ვისაუბრეთ მომავალ საპარლამენტო არჩვენებზე საქართველოში და შვვთანხმდით, რომ თავისუფალი და პრულარული გარემოს არსებობა მედიისთვის, ცოცხალი და ღია გარემოს არსებობა პოლიტიკური სპექტრისთვის არჩევნების წარმატებულად ჩატარების წინაპირობაა. სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ძირითადი პრიორიტეტები ევროკავშირისთვის. გამოძიებები უნდა იყოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე და ისინი შესაბამისობაში მოდიოდეს ასოცირების შეთანხმების პრონციპებთან. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხზე. მოგილოცავთ მოწინავე რეფორმებს, რომლებიც ამ კუთხით განახორციელეთ. საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ლიბერალური სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ახლა ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული ამ პროცესის წარმატებით დასრულება”, – განაცხადა ტუსკმა გამართულ პრეკონფერენციაზე.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იზირებს საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან “სამოკავშირეო ხელშეკრულებების” დადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს დღეს, 9 თებერვალს, შეხვდა. ტუსკთან შეხვედრით დაიწყო კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაა დაგეგმილი.

ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი