ახალი ამბები

მაესტროს თანამშრომლები: სასამართლოს დასრულებამდე ახალი დირექტორის მითითებებს არ შევასრულებთ

8 თებერვალი, 2016 • 1270
მაესტროს თანამშრომლები: სასამართლოს დასრულებამდე ახალი დირექტორის მითითებებს არ შევასრულებთ

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები აცხადებენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე “სტუდია მაესტროს” დირექტორის განკარგულებებების შესრულებას არ გეგმავენ.

დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის პოზიცია მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გვსურს განვაცხადოთ მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემის და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

თანამშრომლები აგრძელებენ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სასამართლო დავის საგანია. თუმცა, ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთკრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ ... სტუდია “მაესტროს” დირექტორის განკარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე მაესტროს მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძეგააჟღერა წილის ნაყიდობასთან დაკავშირებით“, – წერია მაესტროს თანამშრომლების სახელით, დღეს, 8 თებერვალს, გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი