პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა პროკურატურის სისტემური რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის განცხადებით, პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებები, რომლებიც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს ითვალისწინებს, არასაკმარისია.
როგორც პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას აღნიშნა, ასევე არსაკმარისია პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები- განსაკუთრებით, პროკურატურის ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის კუთხით.
“ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია, საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.