ახალი ამბებიეკონომიკა

გრიპის ვირუსის გამო თბილისის 5 სკოლაში სწავლა 3 დღით შეჩერდა

3 თებერვალი, 2016 • 1278
გრიპის ვირუსის გამო თბილისის 5 სკოლაში სწავლა 3 დღით შეჩერდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე.

სამინისტროს ცნობით, ეს სკოლებია: თბილისის 21-ე, 81-ე, 152-ე, შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის 153-ე საჯარო სკოლები. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2 და 3 თებერვალს განხორიცელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის.

თუმცა გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა, აცხადებს სამინისტრო.

მშობლებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის, მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი პოსტგრიპოზულ პერიოდს უკავშირდება: პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, მშობლები ერიდებიან, წერია სამინისტროს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში

სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი კვლავ პერმანენტულად განხორციელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი