ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვხედავ კვირიკაშვილის მიერ სახელმწიფოებრივად გადადგმულ ნაბიჯებს

1 თებერვალი, 2016 • 1239
პრეზიდენტი: ვხედავ კვირიკაშვილის მიერ სახელმწიფოებრივად გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “ინგა გრიგოლიას დღის ამბები” განაცხადა, რომ იგი ხედავს გიორგი კვირიკაშვილის მიერ სახელმწიფოებრივად გადადგმულ ნაბიჯებს.

“მე ვხედავ ბატონი კვირიკაშვილის მიერ სახელმწიფოებრივად გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია იქით, რომ ჩვენ უფრო დავასტაბილუროთ პოლიტიკური ვითარება. ჩვენ ვისაუბროთ არა იმის თაობაზე, მოვიდა თუ არ მოვიდა კონკრეტული პირი, ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, როგორიც არის უშიშროების საბჭო, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რა გააკეთა უშიშროების საბჭომ… ეს მეც, მინისტრებსაც, პრემიერ-მინისტრსაც ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვაყენებს, მით უფრო დეტალურად უნდა შევიდეთ და ვისაუბროთ იმაზე, რა გავაკეთეთ”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი