ახალი ამბები

ხადური: ლარის კურსის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

29 იანვარი, 2016 • 1091
ხადური: ლარის კურსის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ლარის კურსის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

“სიტუაცია, რომლიც ჩამოყალიბდა ჩვენს ირგვლივ, მათ შორის, ბოლო 1 თვის განმავლობაში, იყო საკმაოდ მძიმე. ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და ა.შ. ამავე დროს, დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი. ახლა ეს საპროცენტო განაკვეთი აღარ გაზრდილა. შესბამისად, დამატებით დაწოლას არ მოველით ლარზე, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ წუთას ბლუმბერგზე ლარი ივაჭრება, 1 დოლარი 1.46 ლარი ღირს. დაწეულია ვალუტის კურსი გადამცვლელ პუნქტებში. მინდა გითხრათ, რომ შიდა, მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული, ისევე, როგორც ბიუჯეტი და სახაზინო ოპერაციები არ ახდენს დაწოლას გაცვლით კურსზე”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი