ახალი ამბებიეკონომიკა

ქუმსიშვილი: ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც მცირე აქციონერების უფლებებს უკეთ დაიცავს

29 იანვარი, 2016 • 1278
ქუმსიშვილი: ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც მცირე აქციონერების უფლებებს უკეთ დაიცავს

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელიც მცირე აქციონერებისა და მცირე წილის მფლობელების უფლებებს გააუმჯობესებს.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციებს ბიზნესის კეთების რეიტინგებში.

“მაგალითად, აღნიშნული კანონონი განსაზღვრავს ისეთ ცნებებს, რომლის დროსაც, თუ საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან უნდა გაანაწილოს მოგება, ან უნდა გაანაწილოს დივიდენდი, ამ გადაწყვეტილების  შემდგ 9 თვის მანძილზე ეს უნდა გააკეთოს. ანუ, იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ მცირე აქციონერები, მას მერე, რაც მიიღო გადაწყვეტილება აქციონერთა კრებამ, უბრალოდ, რომ მან აღსრულებაში მოიყვანოს, იკეტება დროში,”- აღნიშნა მინისტრმა.

ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები შემოდის გამჭვირვალობის მიმართულებითაც:

“ანგარიშვალდებული კომპანიების ნაწილში, რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი და ვაჭრობენ ფასიანი ქაღალდებით, მათ გარკვეული დამატებითი ვალდებულება უჩნდებათ გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი