ახალი ამბები

ცხინვალელი დეპუტატი მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა

21 თებერვალი, 2011 • • 1086
ცხინვალელი დეპუტატი მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა

ცხინვალელმა დეპუტატმა სახელისუფლებო პარტიიდან, ბალა ბესტაუტმა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინსიტრი ოთარ გასიევი შაბათს, გვიან ღამით, ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაში ცემა. ოთარ გასიევი ახლობლებმა ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა შემდეგ რეანომობილით რუსეთის ფედერაციაში, ვლადიკავკაზის კლინიკაში, გადაივანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. გამოცემისვე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს ცხინვალში ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატები ჩინოვნიკებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ფიზიკურად უწორდებიან.

ცხინვალელმა ინფორმატორმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ბალა ბესტაუტის ცოლი გამხდარიყო, რომელიც სამხრეთ ოსეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან სწორედ ოთარ გასიევმა გაათავისუფლა. როგორც წყარო იტყობინება, დეპუტატს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება და მოუწოდებია ჯანდაცვის მინისტრისთვის,  რომ მისი ცოლი სამსახურიდან არ გაეშვა.

დე-ფატქო რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ გასიევის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან.

ბალა ბესტაუტი სამხრეთ ოსეთში ავტორიტეტული საველე მეთაურია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ 1992-2008 წლებში აქტიურად იბრძოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი