ახალი ამბები

ჟვანიას მოედანზე წყალსადენის მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა

28 იანვარი, 2016 • 1435
ჟვანიას მოედანზე წყალსადენის მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა

GWP–ის ცნობით, 28 იანვარს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო  ავარიულად დაზიანდა ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე გამავალი წყალსადენის 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილსადენი.

მათივე განცხადებით, ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

ამ ეტაპზე წყალმომარაგება უკვე შეეზღუდული აქვს:

დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მიმდებარე ქუჩებს, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.

დღეს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ბაგებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, უნივერსიტეტისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

კომპანია აცხადებს, რომ წყალმომარაგების აღდგენის დროს მომხმარებელებს დამატებით აცნობებენ

მათივე განცხადებით, დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის – 293 11 11,  ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი