გარდაბნის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა.

„საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა.

ცესკოს ინფორმაციით,  ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ №30-ე და №54-ე უბნებზე კენჭისყრის წინა პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ორივე უბანზე უკვე პირველი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი ყველანაირი შეფერხებების გარეშე წარიმართა.

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *