ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე: რამდენად კომპეტენტურია ქანთარია, რომ ამგვარი შეფასებები გააკეთოს?

27 იანვარი, 2016 • 1296
თედო ჯაფარიძე: რამდენად კომპეტენტურია ქანთარია, რომ ამგვარი შეფასებები გააკეთოს?

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე პასუხობს ნუკრი ქანთარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი გამოცდილება არ აქვს.

„დავიწყოთ იმით, რამდენად კომპეტენტურია ბატონი ნუკრი ქანთარია თავად, ამგვარი შეფასებები გააკეთოს. მე მის ინტელექტთან, განათლებასთან, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მე არ ვეხები. მე ვეხები იმ სფეროს, რომელსაც საგარეო პოლიტიკა ჰქვია, დიპლომატია. საქართველოში ყველა ერკვევა როგორც ფეხბურთში, ისევე დიპლომატიაში, საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ მე მგონია, რომ ეს მაინც ფაქიზი თემაა,“ – აცხადებს თედო ჯაფარიძე.

ქანთარიას განცხადება ასევე გააკრიტიკა თინა ხიდაშელმაც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ეჭვი ეპარება, “რამდენად წონიანი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თუ  თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება”. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შეხვედრა, ვფიქრობ, აუცილებელია, მაგრამ ერთი-ერთზე რამდენად იქნება წონიანი ბატონი ჯანელიძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ასეთ დროს სჭირდება ლავროვთან ერთი-ერთზე დაჯდომას. ამიტომ შესაძლებელია… რაღაც შეხვედრებზე ალბათ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები”, – თქვა ქანთარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი