ახალი ამბები

გაიზარდა სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის მიზეზით სასწავლო პროცესი შეწყდა

27 იანვარი, 2016 • 1381
გაიზარდა სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის მიზეზით სასწავლო პროცესი შეწყდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ან მისი გავრცელების პრევენციის მიზნით მოსწავლეთა გაცდენების რიცხვმა იმატა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეწყდა.

ლია გიგაურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, შეწყდეს თუ არა ამა თუ იმ სკოლაში სასწავლო პროცესი, მოსაწავლეთა დასწრების რაოდენობით მიიღება –  გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20%-ს უნდა აჭარბებდეს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით, განათლების მინისტრის მოადგილის ცნობით, გრიპის საკითხის გამოსწავლა არ მიმდინარეობს 200-მდე სკოლაში, მათ შორის თბილისის 26-ე სკოლაში.

გარდა ამისა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე რეგიონში მეტეოროლოგიური [დიდთოვლობა] მიზეზით, თუმცა, როგორც ლია გიგაურმა თქვა, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში სწავლის პროცესი უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი