ახალი ამბებისაზოგადოება

უამინდობისა და H1N1-ს გამო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერდა

26 იანვარი, 2016 • 1488
უამინდობისა და H1N1-ს გამო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერდა

საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, – აცხადებენ სამინისტროში. სკოლების ზუსტ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაცნოთ ამ ბმულზე.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით იმ სკოლებში, სადაც 20%- ზე მეტი იყო გაცდენა ავადობის გამო, სამი დღით გადაიდო სასწავლო პროცესი. “სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით დირექტორი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მშობლებს”. სკოლების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი