გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში 26 იანვრის მონაცემებით თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა.
სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების ინფორმაციით, 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა.
არსებული სინოპტიკური ინფორმაციით, უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება. ხვალიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
