ახალი ამბებისამართალი

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

26 იანვარი, 2016 • 1267
შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

შსს-ს ცნობით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ი. გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, დაკავებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკებისას, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევ დ. ს-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციიხ ცნობით, დათო ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  სამართალდამცველებმა ილია გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში გორში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი