რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს, 26 იანვარს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, “ამჟამად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა გამყინვარების ღრმა სტადიიდან გამოდის”.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ქართველი ხალხი არ უნდა იხდიდეს საფასურს, უსამართლოა”, – ამბობს ლავროვი.
ლავროვის თქმით, როგორც ქართველები, ასევე რუსები დაინტერესებული არიან ურთიერთობის ნორმალიზებაში.
“ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები”.
მისი თქმით, 2008 წელს რუსეთი “საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაში” მოიქცა.
