ახალი ამბებისამართალი

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22 იანვარი, 2016 • 1224
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ თაღლითობის ბრალდებით პ. მ. დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა დაამზადა ყალბი მინდობილობა, რომელიც თითქოს გაცემული იყო ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ზვოლეში, რომლითაც იგი ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა უფლება, განეკარგა სხვა პირების კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

გაყალბებული დოკუმენტაციით, ბრალდებულმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება და თაღლითურად დაეუფლა 80 000 აშშ დოლარს, აცხადებს საგამოძებო სამსახური.

უწყების ცნობით, პ. მ-მ ანალოგიური თაღლითური სქემით და გაყალბებული დოკუმენტებით სცადა დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულებით, შემდგომში გაყიდვის მიზნით, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი