ახალი ამბები

თბილისის პოლიციას გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს

18 იანვარი, 2016 • 3436
თბილისის პოლიციას გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 18 იანვარს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ალადაშვილი წარადგინა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს შეხვდა.

შსს–ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. 

საკადრო ცვილილებები შინაგან საქმეთა სამინისტროშიშინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ალადაშვილი წარუდგინა. გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Monday, January 18, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი