ახალი ამბები

ქირიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

17 იანვარი, 2016 • 1070
ქირიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო.

ქირია რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და 17 იანვარს ღამით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი