ახალი ამბები

თბილისში, აბესაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

16 იანვარი, 2016 • 1973
თბილისში, აბესაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, თბილისში, აბესაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და სხვენი.

”თავიდან მოეკიდა მილებს და ცეცხლი შემდეგ გადავიდა ერთი სახლის მესამე სართულზე. დამწვარია აივანი და სხვენი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 16 ბრიგადა მუშაობდა. ჩვენთან ზარი 12:38 შემოვიდა და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. კერები ამ დროისთვის უკვე აღარ არის დარჩენილი, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ დგას,” – აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი