ახალი ამბები

შსს: ტყიბულის რაიონში სიძის მკვლელობაში ბრალდებული სიმამრი დააკავეს

15 იანვარი, 2016 • 1887
შსს: ტყიბულის რაიონში სიძის მკვლელობაში ბრალდებული სიმამრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 59 წლის მერაბ გ. სიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“ბრალდებულმა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს – 43 წლის პაატა კ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”– აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი