ახალი ამბები

სტამბულში აფეთქების შემდეგ ISIS–თან კავშირის ბრალდებით რუსეთის მოქალქეები დააკავეს

13 იანვარი, 2016 • 1259
სტამბულში აფეთქების შემდეგ ISIS–თან კავშირის ბრალდებით რუსეთის მოქალქეები დააკავეს

როიტერის ინფორმაციით, სტამბულში მომხდარი აფეთქებების შემდეგ თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც ისლამურ სახელმწოფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

თვითმკვლელმა ტერორისტმა გუშინ, 12 იანვარს სტამბულის ცენტრში, ერთ–ერთ მთავარ ტურისტულ ადგილას, ლურჯი მეჩეთის მახლობლად თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ცხრა გერმანელი და ერთი პერუელი ტურისტი.

ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტი თურქეთში სირიიდან შევიდა.

თურქეთის ოფიციალური წარმომადგემლების განცხადებით, პირი, რომელმაც თავი აიფეთქა, იყო რეგისტრირებული, როგორც ემიგრანტი, თუმცა არ ყოფილა ეჭვმიტანილ პირთა სიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი