ფიფამ 2015 წელი შეაჯამა – საუკეთესო ფეხბურთელები, მწვრთნელები, გუნდი, გოლი და წესებით თამაში

11 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც “ბარსელონის” ფორვარდმა ლიონელ მესიმ მორიგი Ballon d’Or-ის ჯილდო მოიგო და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე მეხუთედ გახდა.

28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ხმათა 41.33% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ (27.76%), ხოლო მესამეზე – ლიონელ მესის ბრაზილიელი თანაგუნდელი ნეიმარი (7.86%).

ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ერთად რვაჯერ აქვთ ეს ჯილდო მიღებული.

აშშ-ის ნახევამრცველი კარლი ლოიდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ფიფამ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა.

ინგლისის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი, მარკ სემპსონი ფიფამ 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. მან ეს ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მწვრთნელს, ჯილ ელისს ჩამოართვა.

ლეო მესის 2015 წელი ციფრებში

  • 61 თამაში, 52 გოლი და 26 შედეგიანი გადაცემა.
  • გოლი ყოველ 101 წუთში და საგოლე გადაცემა ყოველ 202 წუთში.
  • 80 წუთში საშუალოდ 1 გოლი – საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის წამყვან ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელთაგან, რომლებმაც მინიმუმ 10 გოლი გაიტანეს.
  • უშუალოდ ჩართული იყო ლა ლიგას 49 გოლში, 34 გაიტანა ხოლო 15 ჩააწოდა, რომელიც იყო ყველაზე ერთობლივი რონალდუსთან ერთად ევროპის ლიგის ტოპხუთეულის განმავლობაში 2015 წელს.
  • გასულ წელს ექვსივე საკლუბო გათამაშებაში გაიტანა გოლი, აქედან ბარსამ ხუთი ტურნირი მოიგო.
მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ხუთგზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი

მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – ხუთგზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი

Past Ballon d’Or-ის მფლობელები:

2014:  კ. რონალდუ      2008:  კ. რონალდუ
2013:  კ. რონალდუ      2007:  კაკა
2012:  ლიონელ მესი     2006:  ფაბიო კანავარო
2011:  ლიონელ მესი     2005:  რონალდინიო
2010:  ლიონელ მესი     2004:  ანდრეი შევჩენკო
2009:  ლიონელ მესი     2003:  პაველ ნედვედი

Ballon d’Or – წლის საუკეთსო ფეხბურთელი

1ნეიმარი, რონალდუ და მესი © BBC

ნეიმარი, რონალდუ და მესი © BBC

ლიონელ მესიმ გააუმჯობესა მისი რეკორდი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მეხუთედ გახდა. მანამდე, 2014-15 წლის საფეხბურთო სეზონში არგენტინელმა თავის გუნდთან ერთად ტრიბლი მოიგო – ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ გასულ წელს 57 გოლი გაიტანა. 2015 წელს 30 წლის ფეხბურთელმა 16 გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელებინათ.

რიკარდუ კაკას შემდეგ ბარსელონის კიდევ ერთი ფორვარდი ნეიმარი გახდა პირველი ბრაზილიელი, რომელიც ფიფამ მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეიყვანა. გასულ წელს მან 62 თამაშში 45 გოლი გაიტანა და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“ჩემთვის აქ, ამ სცენაზე დაბრუნება არის ყველაზე განსაკუთრებული მომენტი. კრიშტიანუს შემდეგ, მე ისევ მოვიგე Ballon d’Or. წარმოუდგენელია, რომ უკვე მეხუთედ დამასახელეს საუკეთესოდ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩემი ბავშვობის ოცნება,” – განაცხადა ლიონელ მესიმ.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

კარლი ლოიდმა წარმატებას ემოციურად შეხვდა © BBC

კარლი ლოიდმა წარმატებას ემოციურად შეხვდა © BBC

აშშ-ის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ნახევარმცველმა 33 წლის კარლი ლოიდმა მოიგო წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა ჯილდო ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ ფინალში იაპონიის წინააღმდეგ, რომელიც ასევე მოიცავდა სენსაციურ დარტყმას შუალა ხაზიდან. მან დამსახურებულად მიიღო “ოქროს ბურთი” საუკეთესო მოთამაშისათვის ტურნირში.

ყოფილი გერმანელმი ფეხბურთელი, სელა სასიჩი მეორე ადგილზე გავიდა, იმის მიუხედავად, რომ პენსიაზე იყო გასული 2015 წლის მეორე ნახევრიდან 27 წლის ასაკში. თუმცა, წლის პირველ ნახევარში იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო თასზე 6 გოლით და გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში ფრანკფურტის წინააღმდეგ.

30 წლის ნახევარმცველი, აია მიაომო, რომელიც გასულ წელს იაპონიის ნაკრებს კაპიტნობდა მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებთან დამარცხდა. მიაომო მესამე ადგილს დასჯერდა.

აქამდე საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა სამეულიდან ამ ნომინაციაშიც არც ერთი მათგანი მოხვედრილა.

“ეს ჩემი ოცნება იყო მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. არ დაივიწყოთ თქვენი ოცნებები და კვალდაკვალ მიჰყევით მათ,” – განაცხადა კარლი ლოიდმა.

Fifa/Fifpro World XI – წლის საუკეთესო გუნდი

გასული წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში მოთამაშე პროფესიონალმა ფეხბურთელებმა აირჩიეს.

გასული წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში მოთამაშე პროფესიონალმა ფეხბურთელებმა აირჩიეს.

ფიფას მიერ შედგენილ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონის” ფეხბურთელები მოხვდნენ. საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის ესპანური გრანდების 4-4 წარმომადგენელი მოხვდა.

გერმანელი მეკარე, მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის ბუნდესლიგის გამარჯვებული მიუნხენის “ბაიერნიდან” ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

ევროპის საუკეთსო ხუთი ლიგიდან ინგლისის პრემიერ ლიგა იყო ერთადერთი, საიდანაც ფიფას მიერ შედგენილ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში არც ერთი ფეხბურთელი მოხვდა.

წლის საუკეთესო მწვრთნელი – კაცთა ფეხბურთი

ლუის ენრიკე - 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი

ლუის ენრიკე – 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი

ბარსელონის მწვრთნელი, ლუის ენრიკე ფიფამ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, მას შემდეგ, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ექვსი ტურნირიდან ხუთი მოიგეს, მათ შორის: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და კოპა დელ რეი.

მან საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოსაგებად დაამარცხა “ბაიერნის” ბოსი პეპ გვარდიოლა, რომელიც მეორეზე გავიდა. გარდა ამისა, ლუის ენრიკემ აჯობა კოპა ამერიკის გამარჯვებულს, ჩილეს ნაკრების მწვრთნელს ხორხე სამპაოლის.

წლის საუკეთესო მწვრთნელი – ქალთა ფეხბურთი

ჯილ ელისმა აშშ-ს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე განსხვავებული სამუშაო გამოიცვალა.

ჯილ ელისმა აშშ-ს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე განსხვავებული სამუშაო გამოიცვალა.

ქალთა ფეხბურთში აშშ-ის ნაკრების მწვრთნელი, ჯილ ელისი გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, მას შემდეგ, რაც ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრების აღმასვლას ჩაუდგა სათავეში.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი მარკ სემპსონი გავიდა მესამე ადგილზე ხმების 10.68%-ით კანადაში მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ. მეორე ადგილი დაიკავა იაპონელმა მწვრთნელმა ნორიო სასაკიმ, რომლის ნაკრებმაც აჯობა ინგლისის ნაკრებს ნახევარფინალში, მაგრამ წააგო აშშ-თან ფინალში.

“ეს დიდი პატივია ფიფასთვის, ჩვენი ფედერაციისათვის. მადლობას გიხდით ნდობისთვის, ხედვისა და ინვესტიციისათვის ქალთა ფეხბურთში,” – თქვა ელისმა.

პუშკაშის ჯილდო – წლის საუკეთსო გოლი

2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორი ვენდელ ლირა გახდა. გოიანიას “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ეს პრიზი ეფექტური “მაკრატელათი” გატანილი გოლით დაიმსახურა.

ამავე ნომინაციაში იყვნენ კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი, ლიონელ მესი და იტალიური “რომას” ფეხბურთელი, ალესანდრო ფლორენცი.

ფეირ-ფლეის ჯილდო

ფიფას ფეირ პლეის ჯილდო გადაეცა ყველა იმ ფეხბურთის ორგანიზაციას, რომელიც გასულ წელს დევნილებს ეხმარებოდნენ.

ფიფას ფეირ ფლეის ჯილდო გადაეცა ყველა იმ ფეხბურთის ორგანიზაციას, რომელიც გასულ წელს დევნილებს ეხმარებოდნენ.

ფეირ-ფლეის (წესებით, კეთილსინდისიერად თამაში) ნომინაციაში გამარჯვებული “ლიდსის” და სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლუკას რადებემ გამოაცხადა. ეს ჯილდო ყველა საფეხბურთო კლუბსა და ორგანიზაციას გადაეცა, რომლებიც ლტოლვილებსა და საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს ედგნენ მხარში.

ამ ჯილდოსათვის საბოლოო სია არ გამოცხადებულა.

როგორ ხდება ხმის მიცემა?

  • ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნები ხმას ყველა კატეგორიაში აძლევენ ტოპ სამის გამოსავლენად, გარდა პუშკაშის და ფეირ-ფლეის ჯილდოებისა.
  • ისინი ირჩევენ პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებს თითოეული ჯილდოსთვის. შესაბამისად, თითოეულ ადგილს აქვს მინიჭებული ხუთი, სამი და ერთი ქულა.
  • მოგებული არის ის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა ექნება. დალუქულ კონვერტებში მოწინავე მწვრთნელის ან ფეხბურთელის სახელია მოთავსბეული.
  • რაც შეეხება პუშკაშის ჯილდოს, ამ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად ხმას ფიფასა და საფრანგეთის ფეხბურთის ვებ-გვერდების მომხმარებლები აძლევენ.

ხმები საქართველოდან

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ სამი ქულა ლიონელ მესის მიანიჭა, ორი კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო ერთი- რობერტ ლევანდოვსკის.

ჯაბა კანკავამ სამი  ქულა ასევე ლიონელ მესის დაუწერა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის Top 3-ში მეორე კრიშტიანუ რონალდუა, ხოლე მესამე მანუელ ნოიერი.

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ყველაზე მაღალი ქულა კრიშტიანუ რონალდუს დაუწერა. მის სიაში მეორეზე ლიონელ მესია, ხოლო მესამეზე -ლუის სუარესი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.