ახალი ამბები

ზვავის ჩამოწოლის შემდეგ გუდაურის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

8 იანვარი, 2016 • 1520
ზვავის ჩამოწოლის შემდეგ გუდაურის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

წინასწარი ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული. სრული ინფორმაცია ჩამოსული ზვავების შესახებ მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგინდება. დეპარტამენტის განცხადებით, ზვავების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული შესასრულებებლი გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბები და გზის გახსნის თარიღი.

საინისტროს ცნობით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი