ახალი ამბები

ჯანელიძე: ზალკალიანის კანდიდატურა პირველი მოადგილის პოზიციაზე განიხილება

8 იანვარი, 2016 • 2175
ჯანელიძე: ზალკალიანის კანდიდატურა პირველი მოადგილის პოზიციაზე განიხილება

დავით ზალკალიანის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე განიხილება, ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს.

“დავით ზალკალიანის კანდიდატურა განიხილება პირველი მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე. არის ასევე მეორე მოადგილის ვაკანსია სამინისტროში. მე განვიხილავ კანდიდატებს. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ. გადაწყვეტილებას მიიღებს პრმეიერ-მინისტრი ჩემი წარდგინების საფუძველზე,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან ერთად მინისტრის მოადგილის პოსტი 2014 წლის ნოემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. რამდენიმე თვის წინ დავით ზალკალიანმა თავისუფალი დემოკრატების რიგები დატოვა და ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უწყება მაშინ გააკეთებს განცხადებას. პრესსამსახურის განცხადებით, სამინისტროში ამჟამად მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობაა ვაკანტური და კანდიდატებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი