ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორ კომპანიებს შესაძლოა სანქციები დაეკისროთ

8 იანვარი, 2016 • 1566
ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორ კომპანიებს შესაძლოა სანქციები დაეკისროთ

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა კონტრაქტორ კომპანიებს სანქციები დაუწესოს, ამის შესახებ განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, დიდთოვლობის პერიოდში კონტრაქტორ კომპანიებს თანამშრომლების სამსახურში მიყვანა გაუჭირდათ და ამიტომ პრობლემის დროულად გადაჭრა ვერ მოხერხდა. მინისტრი ბოდიშს უხდის საქართველოს მოქალაქეებს.

“ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის სამსახურში მიყვანა კონტრაქტორების მხრიდან და ასევე, იყო ტექნიკის პრობლემაც. მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადი პრობლემები მოიხსნა,” – განაცხადა ჯავახიშვილმა.

საქართველოს პრემიერი მოითხოვს შესაბამის რეაგირებას – მისი განცხადებით, პასუხისმგებელ კომპანიებს სანქციები უნდა დაეკისროთ.

“სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითვალისწინა ის ვალდებულებები, რომლებიც მათ გააჩნიათ. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ, ჩვენ რა სტრუქტურით ვქირაობთ ამა თუ იმ ტექნიკას და ის, რომ რომელიმე ქვეკონტრაქტორი ვერ ასრულებს მოვალეობას, იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ მოვალეობებს, გამოვიყენოთ სანქციები,” – განაცხადა პრემიერმა.

დღეს მთავრობის კანცელარიაში წლის პირველი სხდომა იმართება. ხდომაზე მინისტრთა კაბინეტი 28 თემას განიხილავს.

1-2 იანვარს საქართველოში დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა საავტომობილო გზებზე. ზოგიერთ მათგანზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი