ახალი ამბები

პრეზიდენტი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს

25 იანვარი, 2011 • 1090
პრეზიდენტი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს

 

ამ წუთებში  ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მესამე არხების (პიკ–ი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი) პირდაპირ ეთერში ერთდროულად გადაიცემა ტელეპროექტი “გისმენთ პრეზიდენტი”. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხის გაცემამდე ახლადშექმნილ ტელეარხზე – პირველ საინფორმაციო კავკასიურზე (პიკ–ი) ისაუბრა.  

„ბევრმა არ იცის, რა დონის არხი შეიქმნა საქართველოში, რადგან ჯერ არ ამოქმედებულა. ეს არის უმაღლესი კლასის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მისი დაფარვა ძალიან დიდია. მას აქვს სრული თავისუფლება და სარედაქციო პოლიტიკა. ეს შექმნის ჟურნალისტებისთვის სხვა, უფრო მაღალ სტანდარტებს.

პირველი შეკითხვები სურსათის ფასებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას შეეხებოდა:

– მაინტერესებს, სურსათზე ფასები შემცირდება თუ არა და რა როგორია სახელმწიფოს გეგმა?

მიხეილ სააკაშვილი: „ეს არის პრობლემები, რაც მეც ყოველდღიურად მტკივა და მაწუხებს. მთავარი დარტყმა და ის, რაც  ცუდ ხასიათზე მაღვიძებს, ისაა, რომ რაღაცაზე კიდევ მოიმატა ფასმა. ამაზე ყველანი ერთად ვმუშაობთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ადამიანი სახელმწიფო შემწეობაზე არ იყოს დამოკიდებული. უნდა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, განვითარდეს ტურიზმი. მაგალითად,  ბორჯომი. იქ უკვე ჩამოდიან აზერბაიჯანელები. ბორჯომში დიდი სიამოვნებით ივლიან  უკრაინელები, თურქები, პოლონელები. იქ არის უკვე კარგი დენმომარაგება, გზები, რომელიც ყველგან მიდის. ჩვენ უნდა შევქმნათ კერძო ბიზნესი. თუ სხვა ქვეყანას შეუძლია იყოს საშუალო, ჩვენს პირობებში და ჩვენი  რისკები არ გვაძლევს ამის საშუალებას, ჩვენთვის მთავარია ვიყოთ წარმატებულები ეკონომიკაში“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი