ახალი ამბები

ფონიჭალაში ფიქრათ ახმედოვის მკვლელობის გამოძებას ითხოვენ

5 იანვარი, 2016 • 1286
ფონიჭალაში ფიქრათ ახმედოვის მკვლელობის გამოძებას ითხოვენ

დღეს ფონიჭალაში 23 წლის ფიქრათ ახმედოვის მკვლელობის გამოძიება მოითხოვეს.

მოკლულის დედა, ოფელია ახმედოვა “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ პირი, რომელიც მკვლელობის დროს ადგილზე იყო და ბრალდებულს ეხმარებოდა, დაკავებული ამ დრომდე არ არის.

“მე ვთხოვ მთავრობას და პოლიციას, საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიონ,”– განაცხადა მან.

აზერბაიჯანული გამოცემის, apa-az-ის ინფორმაციით, ახმედოვი ტელეკომპანია იმედისთვის მიერ მიცემული ინტერვიუს გამო მოკლეს. გამოცემის ცნობით, მან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოფელში ვაჰაბიტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა.

apa.az ასევე წერს, რომ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მუფტის, აივაზ მარდანოვის განცხადებით,  ამ ინტერვიუს ნახვის შემდეგ მეზობელ სოფელში მცხოვრებმა რამინ ი–მ მას სოფლის სკოლასთან შეხვედრა სთხოვა, რა დროსაც ჩხუბი მოუვიდათ. შედეგად კი, რამინ ი–მ ახმედოვი დაჭრა. მისივე თქმით, ეჭვმიტანილი რადიკალი ვაჰაბიტების წევრი იყო. მუფთის თქმით, რამინ ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს–ში ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი