შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თელავში, პოლიციის შენობის ეზოში 1 პოლიციელი მოკლეს, 1 კი დაჭრეს.

უწყება აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც პოლიციის შენობის ეზოში გაისროლა.

შსს–ს განცხადებით, გამოძება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე და 19 109–ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას და  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *