ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის შენობებიდან, დევნილების გამოსახლება შეჩერებულია, თუმცა სამართალდამცავი სტუქტურების რამდენიმე წარმომადგენელი შენობის პერიმეტრზე მაინც მორიგეობს.
როგორც დევნილები ამბობენ, ზუსტად არ იციან, როდის განახლდება მათი გამოსახლების პროცესი.
ბაგებიდან დევნილების გამოსახლება გუშინ დილით დაიწყო. პროცესს დევნილებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის შხლა-შემოხლაც მოჰყვა, რის შემდეგაც ხუთი ადამიანი დააკავეს: მათგან ორს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენ სამს კი – 400–400 ლარიანი ჯარიმების გადახდა.