ახალი ამბებისაზოგადოება

ფულის შესაგროვებლად ქუჩაში დატოვებული ბავშვი და უმოქმედო სახელმწიფო [ფოტო]

29 დეკემბერი, 2015 • 2475
ფულის შესაგროვებლად ქუჩაში დატოვებული ბავშვი და უმოქმედო სახელმწიფო [ფოტო]

29 დეკემებრს, დაახლოებით 17 საათზე, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩის 176 ნომერის წინ, ტროტუარზე, 2-3 წლის ბავშვი მარტო იყო დატოვებული მოწყალების სათხოვნელად.

ბავშვი მარტო იჯდა ეტლში მაღაზიის წინ, რომლის  ვიტრინას თოვლის ბაბუის გამოსახულება ამშვენებდა. ბავშვს სავარაუდოდ ეძინა.

ნეტგაზეთის ჟურნალისტებმა იქვე მყოფ პოლიციელს უხმეს, რომელიც მოძრაობას არეგულირებდა გზაჯვარედინზე, შემდეგ კი 112-ში დარეკეს, რის შემდეგაც პოლიციის დამატებითი ეკიპაჟი მივიდა.

გვსურდა გაგვეგო, რატომ  და ვინ დატოვა მარტო ბავშვი ფულის შესაგროვებლად, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა..

შემთხვევის ადგილას  მალევე მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი. ჟურნალისტები ბავშვის გაღვიძებას ამაოდ ცდილობდნენ. დაახლოებით 15-20 წუთში გამოჩნდა ქალი, რომელმაც განაცხადა, ბავშვის დედაა და იმიტომ დატოვა, რომ საპირფარეშოში იმყოფებოდა.

საპატრულო პოლიციამ შეავსო რეაგირების ოქმი, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა ბავშვი წაიყვანა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გააუქმეს.

პოლიციას არ შეუმოწმებია, იყო თუ არა ქალი, რომელმაც ბავშვი წაიყვანა, მართლაც მისი დედა, არ გარკვეულა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე პოლიცია არ დაინტერესებულა ბავშვის შესაძლო ექსპლუატაციის გამოკვლევით.

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ უფლება არ ჰქონდათ დედისთვის შეეზღუდათ შვილის წაყვანის უფლება.

შემთხვევის ადგილას არ გამოჩენილა ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფი, რომელიც ასევე გამოვიძახეთ.

სამოწყალოდ მიტოვებული ბავშვი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი