ახალი ამბები

კვირიკაშვილი: აბასთუმანში კურორტის განსავითარებლად 13 მლნ ლარი დაიხარჯება

29 დეკემბერი, 2015 • 1521
კვირიკაშვილი: აბასთუმანში კურორტის განსავითარებლად 13 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის,  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აბასთუმნის კურორტის განსავითარებლად მთავრობა 2016 წელს 13 მლნ. ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

”აბასთუმანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კურორტია საქართველოში. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 მლნ. ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება ამ კურორტზე. ასევე, დაიწყება გენერალური გეგმის მომზადება, რათა თანამედროვე სტანდარტის ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა კურორტისათვის, გავითვალისწინოთ,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ პროფესიონალთა რეკომენდაციით, გავრცელებული დაავადებებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მისაღებად აბასთუმანში შენდება ნაძვებისა და ფიჭვების შერეული კორუმები.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პარლამენტში პარლამენტარების შეკითხვებს პასუხობს.

დღეს პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხს განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, პარლამენტი დღესვე დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი