ახალი ამბებიხელოვნება

ფილმის “ალი და ნინო” პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება

25 დეკემბერი, 2015 • 2643
ფილმის “ალი და ნინო” პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება

აზერბაიჯანულ რომან “ალი და ნინოს” მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

კურბან საიდის რომანი გვიამბობს ქართველი ქრისტიანი ქალისა და აზერბაიჯანელი მუსლიმი კაცის სიყვარულის ამბავს. მოქმედება ბაქოში 1918-1920 წლებში ვითარდება. ფილმში მთავარ როლებს ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე და პალესტინელი მსახიობი ადამ ბაკრი ასრულებენ.

სცენარი ბრიტანელ სცენარისტს, კრისტოფერ ჰამპტონს ეკუთვნის. ფილმის რეჟისორი ასევე ბრიტანელი ასიფ კაპადიაა. ფილმის მთავარი პროდიუსერი ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცეპრეზიდენტი ლეილა ალიევაა. “ალი და ნინოს” გასული წლის თებერვალ-ივნისში აზერბაიჯანში იღებდნენ.

სანდენსის კინოფესტივალი 21-31 იანვარს უტაში, აშშ-ში გაიმართება. ის 1985 წლიდან იმართება და დამოუკიდებელი ფილმების ყველაზე მასშტაბური ფესტივალია აშშ-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი