ახალი ამბები

პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის

23 დეკემბერი, 2015 • 2676
პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის. ნეტგაზეთის ინფორმაციით, მმართველი გუნდი პრემიერის თანამდებობაზე სწორედ მის კანდიდატურას დაასახელებს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, კვირიკაშვილს, ნეტგაზეთის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მისი ამჟამინდელი პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ჩაანაცვლებს.

გიორგი კვირიკაშვილის ბიოგრაფია

დაბადების თარიღი:
1967 წლის 20 ივლისი

სამუშაო გამოცდილება

2015 წლის 1 სექტემბრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
2013 წლის 26 ივლისიდან – ვიცე-პრემიერი;
2012 წლის 25 ოქტომბრიდან – 2015 წლის 1 სექტემბრამდე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

საბანკო/საფინანსო გამოცდილება

2012 წლის მარტი – 2012 ოქტომბერი – ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC” – საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტი;
2006 წლის თებერვალი – 2011 წლის ოქტომბერი – სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკი“ – გენერალური დირექტორი;
2004-2006 – პირველი კომერციული ბანკი (ამჟამად ტაოპრივატბანკი) – აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი;
1998 – გაერთიანებული ქართული ბანკი – ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორი, აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილე;
1996-1997 – Trade Invest Bank – გენერალური დირექტორის მოადგილე;
1993-1996 – გაერთიანებული ქართული ბანკი – საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (საწყისი პოზიცია – დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცერი).

სპეციალიზირებული ტრენინგი სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაში

2005 აგვისტო – სექტემბერი – ValliWide Bank ფრენსო, კალიფორნია, აშშ.

მთავრობა/დონორი ორგანიზაციების გამოცდილება

1999-2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, WTO-ს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
1999 – სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, მონეტარული და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

პედაგოგიური გამოცდილება

2001-2002 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფაკულტეტი ბანკები და ფინანსები – კორპორატიული ფინანსები.

განათლება

1998 – ილინოისის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ფინანსებში;
1995 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში;
1992 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ბაკალავრის ხარისხი მედიცინაში.

ენები

ინგლისური, რუსული

ოჯახური მდგომარეობა

მეუღლე და ოთხი შვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი