ახალი ამბებისამართალი

პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი დააკავეს

23 დეკემბერი, 2015 • 1175
პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, 22 დეკემბერს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი.

უწყების ცნობით, ინწკირველი მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დააკავა.

“ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნაზე – დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა,”– აცხადებს პროკურატურა.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა),  353-ე ( წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ)  და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძე ნა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი