ახალი ამბები

5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ავტომობილების მოძრაობა იკრძალება

20 დეკემბერი, 2015 • 1242
5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ავტომობილების მოძრაობა იკრძალება

შსს-ს განცხადებით, 21 დეკემბერს, 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება. შეზღუდვა 5 იანვრიდან აღდგება.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს, 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება.

ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.