ახალი ამბები

რუსთაველის იუბილესა და დამოუკიდებლობის 25 წლის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნება

18 დეკემბერი, 2015 • 1197
რუსთაველის იუბილესა და დამოუკიდებლობის 25 წლის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნება.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, იუბილე მაღალ დონეზე აღინიშნოს.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები სახელმწიფო კომისიის დონეზე დაიგეგმება, რომლის შემადგენლობაში, სამთავრობო უწყებებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება.
მთავრობის ცნობით, ღონისძიებებზე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს მოიწვევენ. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა გააქტიურება დიასპორის მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას ქართველთა კონგრესის ჩატარების შესახებ, რომელშიც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას. მთავრობის ცნობით, ქართველთა კონგრესის ჩატარება დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი