ახალი ამბებისამართალი

კრწანისის გამგებლის მოადგილე ქრთამად 50 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს

18 დეკემბერი, 2015 • 1805
კრწანისის გამგებლის მოადგილე ქრთამად 50 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს თბილისის, კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა მაისურაძე.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი.

კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი