ახალი ამბები

WSJ: სავიზო რეჟიმზე საქართველოზე ანგარიშს ევროკომისია პარასკევს გამოაქვეყნებს

17 დეკემბერი, 2015 • 1253
WSJ: სავიზო რეჟიმზე საქართველოზე ანგარიშს ევროკომისია პარასკევს გამოაქვეყნებს

ევროკომისია კოსოვოს, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე მომზადებულ ანგარიშებს პარასკევს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal აქვეყნებს თავის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშები კოსოვოსა და საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია. რაც შეეხება უკრაინას, The Wall Street Journal წერს, რომ ამ საკითხზე ევროკომისია კიევისაგან ანტიკორუფციულ რეფორმებს ან ამ რეფორმების გატარების შესახებ დაპირებას და გარანტიებს ითხოვს.

ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად შეასრულა საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიებრალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული მოთხოვნები, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ის გაურკვევლი ვადით გადაიდო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გადადების მიზეზი სწორედ უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი