ახალი ამბები

ყალბი 50–ლარიანების დამზადებისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

17 დეკემბერი, 2015 • 2232
ყალბი 50–ლარიანების დამზადებისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი 50–ლარიანი კუპიურების დამზადებისა და გასაღების ბრალდებით 2 მოქალაქე დააკავეს.

“ბრალდებულები – ქეთევან ტ. და უჩა გ. წინასწარ შეთანხმებით, სისტემატიურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ ყალბ 50-ლარიან კუპიურებს,”– აცხადებს საგამოძებპო სამსახური.

საგამოძიებო სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ  დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას და ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი