ახალი ამბები

ზვიად ქორიძე: ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა არ უნდა იცოდეს რაზე ვესაუბრე გამოძიებას

15 დეკემბერი, 2015 • 1488
ზვიად ქორიძე: ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა არ უნდა იცოდეს რაზე ვესაუბრე გამოძიებას

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე [პროკურატურას] ჯერ არაფერი გაუსაჯროებია და ფართო საზოაგდოებისათვის ცნობილი არ გაუხდია, შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, რომელიც დღეს აკეთებს განცხადებას, არ უნდა იცოდეს, რაზე ვესაუბრე გამოძიებას”, – ასე პასუხობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ანასტასია ზაუტაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ის ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა.

მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ცრუ ჩვენების გამო ქორიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რა იცის, რა ჩვენება მისცა ქორიძემ პროკურატურაში, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პასუხობს:

“ჩვენ ეს დასკვნა გავაკეთეთ ანასტასია ზაუტაშვილის დაკითხვის დროს გამოძიების დასმული კითხვებიდან. ამ კითხვებით გაირკვა, ქორიძეს მიუცია ჩვენება, რომ თითქოსდა ანასტასია ზაუტაშვილს მიუცია ინფორმაცია ქორიძისთვის, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ვიღაც, რაღაც კორუფციულ გარიგებებში იყო. ამ დროს მოხდა პირუკუ: ზაუტაშვილმა საყვედურები უთხრა ქორიძესაც, პრეზიდენტსაც, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ვინაიდან იყვნენ ინერტულები და დღემდე ერთი ნაბიჯი წინ არ იყო გადადგმული. გამობრძანებულა ბატონი ქორიძე და მიუცია პირუკუ ჩვენება”, – ამბობს ადვოკატი.

ზვიად ქორიძესთან ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი